ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. სპიკერებმა ისაუბრეს და უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის დევნილთა უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და შრომითი უფლებები.შეხვედრა ტარდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით. პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო და ის მიზნად ისახავს 10 თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელშეწყობას რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებების დამცველებმა, აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა
სიახლეები
სიახლეები
TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...
სიახლეები
გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...
სიახლეები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...
სიახლეები
პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...