მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ და რატომ აგზავნის ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში?

ვინ და რატომ აგზავნის ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში?

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსული ენის გასაუმჯობესებლად გაემგზავრა. 
 
„მაშინ, როდესაც უკრაინაში ჩამოსული, მათ შორის ჩემი მოწოდებით, ქართველი სამხედროები უკრაინის დაცვას განაგრძობენ დონბასში აგრესიის წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის ქართული რეჟიმი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ პოროშენკოს აქტიურად დაუმეგობრდა, ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში აგზავნის რუსული პროპაგანდის გასახარად“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 
 
თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა.
 
სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს. 
 
ღონისძიებაში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, 20 პედაგოგი და 170 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...