მთავარისიახლეებიპოლიტიკავალენტინ ნალივაიჩენკო: მე მზად ვარ დავხვდე მიხეილ სააკაშვილს და დავიცვა მისი მოქალაქეობა

ვალენტინ ნალივაიჩენკო: მე მზად ვარ დავხვდე მიხეილ სააკაშვილს და დავიცვა მისი მოქალაქეობა

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ექსგუბერნატორი განზრახვაზე, რომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრით აპირებს შემოსვლას უკრაინის ტერიტორიაზე, დღეს განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამასახურის ექსხელმძღვანელმა,   პოლიტიკოსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ
 
"მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. წერტილი. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს უკანონო ქმედება- ეს მისი პასუხისმგებლობაა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე",-წერს ნალივაიჩენკო ფესიბუქის საკუთარ გვერდზე.
 
უკრაინის მოქალაქეები არ არიან მხოლოდ ოლიგარ-პრეზიდენტის მეგობრები. ჩვენ 42 მილიონი ვართ",-დაამატა მან.
 
მისივე სიტყვებით არც ერთი ევროპის პრეზიდენტი არ ჩამოართმევდა მოქალაქეობას ადამიანს, რომელსაც სდევნის რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები.
 
მოძრაობა "სამართლიანობა" კატეგორიულად წინააღმდეგია ანტიკორუფციული აქტივისტების დევნისა და დაშინებისა!
 
პირადად მე მზად ვარ, გავემგზავრო უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. დავხვდე მიხეილ სააკაშვილს და დავიცვა მისი მოქალაქეობა".
 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...