მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროს მობოდიშება თუ ,,მეისრის'' ძებნა ანექსირებულ ყირიმში ქართველი მოსწავლეების გაგზავნის...

განათლების სამინისტროს მობოდიშება თუ ,,მეისრის” ძებნა ანექსირებულ ყირიმში ქართველი მოსწავლეების გაგზავნის საქმეში

Published on

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ მიზანმიმართული ქმედება, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას, რომელის თანახმადაც რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა. 
 
„სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს, მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც მოსწავლეები sputnik-georgia-სთან ინტერვიუში აცხადებენ, „არტეკში“ გასამგზავრებლად მათ კონკურსი გაიარეს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია კი რუსულის მასწავლებელმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მიაწოდა.
კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს, გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი, და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“ ასევე გაიარეს ტესტები.
 
 პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს. 

 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...