მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 2000 მოხალისე შეკრიბა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 2000 მოხალისე შეკრიბა

Published on

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 2000 მოხალისე შეკრიბა. ის ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს, რათა გაითვალისწინონ არსებული რესურსი.“შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადყოფნას გამოთქვამს ბორჯომის ხეობაში სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთოს. პარტიის მიერ მობილიზებულია 2000 მოხალისე.ვითვალისწინებთ რა ხელისუფლების განცხადებას, ხელი არ შეეშალოს სპეციალურ სამსახურებს სამაშველო ღონისძიებების გატარებაში, თავს ვიკავებთ დამოუკიდებელი ქმედებებისგან.მივმართავთ ხელისუფლებას საჭიროებისამებრ გაითვალისწინოს მოხალისეთა  არსებული რესურსი“, – ნათქვამია განცხადებაში.სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...