მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება.

რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება.

Published on

2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც აშშ-ს საელჩოში აღნიშნეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...