მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება აქვს.თუმცა, როგორც სააკაშვილი განმარტავს, არ შეუძლია შორიდან უყუროს იმას, რაც უკრაინაში ხდება. „როგორც იცით, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე. ბევრი მირჩევს, არ გავაკეთო ეს. მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება, საქმისა და შემოსავლის გარეშეც არ დავრჩები. მაგრამ კარგად მახსოვს, თავის დროზე პუტინის მითითებით რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები როგორ აღძრა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიმეღო. ზუსტად ასე, პოროშენკომ განკარგულება გამოსცა, უკრაინაში გზა დამიხურა და საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება. თუმცა, ამავდროულად უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. ახმეტოვმა ხელში ჩაიგდო მსხვილი ენერგეტიკული სექტორი, რაც ნიშნავს, რომ უკვე შემოდგომიდან უკრაინელები მის და პოროშენკოს ჯიბეში უფრო მეტს გადაიხდიან ტარიფების სახით. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სიტნიკმა განაცხადა, რომ მისი ყველა საქმე დეპუტატების, პოროშენკოს გარემოცვის წინააღმდეგ დაბლოკილია უკრაინის სასამართლოებში. ამის ფონზე, შორიდან ვუყურო ყველაფერ ამას? არავითარ შემთხვევაში“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შანსები, ის ჩაერთვება ამ ბრძოლაში. „მე დავპირდი უკრაინელ ხალხს, რომ მათ მხარეს ვიქნები. მე „ბარიგების“ მხარეს არ დავმდგარვარ, თუმცა ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ეს. უკრაინელი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. უკრაინელები ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებენ. შეუძლებელია იმის გაგრძელება, რაც ახლა ხდება. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ჩვენ გაგვანადგურებენ, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ვერაფერს გვიზამენ. შეხვედრამდე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე“, – დასძენს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
საზოგადოება
ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...
სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა.
5 პოლიტიკური...
საზოგადოება
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი
სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...
საზოგადოება
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი
ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...