ამერიკული სამხედრო რაკეტმზიდი ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ , რომელიც მალაკის სრუტეში ტანკერ Alnic MC შეეჯახა, 1994 წელს შევიდა ესპლუატაციაში. ხომალდს სახელი სენატორ მაკკეინის მამისა და ბაბუას პატივსაცემად ეწოდა, ორივე აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი იყო.
ჯონ (,,სლუ'') სიდნი მაკკეინი, ( 1884 – 1945 წწ) აშშ სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი. მეორე მსოფლიო ომის წლებში წყნარი ოკეანის კამპანიის ერთერთი უმაღლესი მეთაური. მაკკეინების ოჯახს პატრიარქი
ჯონ სიდნი (,, ჯეკი'') მაკკეინ- უმცროსი (1911-1981 წ.წ,) აშს სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი, მონაწილეობდა 1940 – 1970 წწ პერიოდის შეიარაღებულ კონფლიქტებში, ხელმძღვანელობდა აშშ სამხედრო ძალების წყნარი ოკეანის სარდლობას
ხომალდი ჯონ მაკკეინი არლი ბერკის კლასს მიეკუთვბება, იგი იაპონიაში, იოკოსუკიზეა ბაზირებული. გემი ექსპლუატაციაში 1994 წელს შევიდა, მისი ეკიპაჟი 23 ოფიცრის, 24 სერჟანტისა და 290 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.
შეგახსენებთ, აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობის ცნობით, ხომალდი ,,ჯონ მაკკეინი '' სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში., თუმცა მიუხწედვად ამისა თავისი სვლით გააგრძელა ცურვა პორტისკენ.
არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ამ სამწუხარო ამბავს თვითერზე გამოეხმაურა: ,,მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობთ ,,ჯონ მაკეინის'' მეზღავაურთა გადარჩენისთვის და მადლიერნი ვართ სამაშველო- საძიებო ეკიპაჟებისა'' – წერს იგი.
,