მთავარისიახლეებიმსოფლიომაკკეინების სახელოვანი დინასტია და მათი სახელობის ხომალდი

მაკკეინების სახელოვანი დინასტია და მათი სახელობის ხომალდი

Published on

ამერიკული სამხედრო რაკეტმზიდი ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ , რომელიც მალაკის სრუტეში ტანკერ  Alnic MC შეეჯახა,  1994 წელს შევიდა ესპლუატაციაში. ხომალდს სახელი სენატორ მაკკეინის მამისა და ბაბუას პატივსაცემად ეწოდა, ორივე აშშ სამხედრო-საზღვაო  ძალების ადმირალი იყო. 

ჯონ (,,სლუ'')  სიდნი მაკკეინი, ( 1884 – 1945 წწ) აშშ სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი. მეორე მსოფლიო ომის წლებში  წყნარი ოკეანის კამპანიის ერთერთი უმაღლესი მეთაური. მაკკეინების ოჯახს პატრიარქი 
 
 
ჯონ სიდნი (,, ჯეკი'') მაკკეინ- უმცროსი (1911-1981 წ.წ,) აშს სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი, მონაწილეობდა 1940 – 1970 წწ პერიოდის შეიარაღებულ კონფლიქტებში,  ხელმძღვანელობდა აშშ სამხედრო ძალების წყნარი ოკეანის სარდლობას 
 
 
ხომალდი ჯონ მაკკეინი არლი ბერკის კლასს მიეკუთვბება, იგი იაპონიაში, იოკოსუკიზეა ბაზირებული. გემი ექსპლუატაციაში 1994 წელს შევიდა, მისი ეკიპაჟი 23 ოფიცრის, 24 სერჟანტისა და 290 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. 
 
შეგახსენებთ, აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობის ცნობით, ხომალდი ,,ჯონ მაკკეინი '' სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში., თუმცა მიუხწედვად ამისა თავისი სვლით გააგრძელა ცურვა პორტისკენ. 
 
არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია.
 
 
 
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ამ სამწუხარო ამბავს თვითერზე გამოეხმაურა: ,,მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობთ ,,ჯონ მაკეინის'' მეზღავაურთა გადარჩენისთვის და  მადლიერნი ვართ სამაშველო- საძიებო ეკიპაჟებისა'' – წერს იგი.
 
 
 
,

 

 

 

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...