მთავარისიახლეებისაზოგადოებალაშა ბერულავა: სირცხვილია, როცა ამის მერე, ადგილზე ვეტმფრენით ჩაფრინდებით და თეთრ პერანგში...

ლაშა ბერულავა: სირცხვილია, როცა ამის მერე, ადგილზე ვეტმფრენით ჩაფრინდებით და თეთრ პერანგში გამოწკეპილები აკეთებთ კომენტარებს…

Published on

წაღვერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილამდე შეწყდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ღამისა და ხილვადობის არარსებობის გამო, აზერბაიჯანიდან გამოგზავნილმა ვერტმფრენმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეწყვიტეს.  ვერტმფრენები სამუშაოებს დილის 6 საათიდან გააგრძელებენ, მანამდე კი ცოცხალი ძალა რჩება ადგილზე. 
 
”სიბნელის გამო ორივე ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. დილის 6 საათამდე ვერტმფრენები მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. ცოცხალი ძალა რჩება ადგილზე, მაშველები, სატყეო სამსახური, მოხალისეები და ყველანაირად ვეცდებით არ გადავიდეს ცეცხლი ტყის მასივზე მასიურად. ხანძრის გავრცელების ადგილზე ძლიერი ქარია. ღამე არ არის შესაძლებელი ლოკალიზება. ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარმა ხანძრის კერები გააღვივა. ვერტმფრენის საშუალებით ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იყო. ვერტმფრენმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა”, – განაცხადა გვაზავამ. 
 
მისივე თქმით, ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ხალხი არის დაბლობში და ხანძარი ხდება მთის წვერზე. 
 
 
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულ მოქალაქეებს შორის არიან ოკუპაციის ზოლთან, ყარაფილას საზღვართან მიმდინარე სამოქალაქო მონიტორინგის მონაწილეები, მათ შორის ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც ადგილიდან გვამცნობს, რამდენად მოუმზადებელია და უმწეო ხელისუფლება მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში.  
 
,,ბატონებო, ხელისუფლებაში: მიხედეთ ამ მაშველებს, მთელი სიმძიმე მათზე გადადის და ნაკლები პრემიები გამოიწერეთ და ნორმალური მანქანები უყიდეთ:
სახანძრო, დენიკინის დროის მანქანებით რომ ადიან ყვიბისის ტყის აღმართებზე, იცით, როგორ ხდება ეს? მოგიყვებით, წარმოიდგინეთ:
აღმართზე მოდის ზილის მარკის სახანძრო, კაპოტი აქვს ახდილი, მოძრაობს, ხოლო ბენზინის მტუმბავს( ბენზონასოსს), რომ არ გახურდეს, 20 ლიტრიანი ბიდონით წყალს ასხამს კაპოტზე გადაყუდებული ერთი მეხანძრე, მეორე მეხანძრე კი მძღოლის გვერდით, კიბის საფეხურზე დგას და მძღოლს ყურში ჩასძახის: "ოდნავ მარცხნივ, წინ, მარჯვნივ!", რადგან მძღოლი ვერ ხედავს ვერაფერს, ახდილი კაპოტის გამო…
სირცხვილია, როცა ამის მერე, ადგილზე ვეტმფრენით ჩაფრინდებით და თეთრ პერანგში გამოწკეპილები აკეთებთ კომენტარებს…
არ შეიძლება ასე, მიხედვა უნდა ამ ბიჭებს…'' – წერს იგი. 
 

 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...