მთავარისიახლეებიმსოფლიოხომალდი, რომელიც სენატორ მაკკეინის მამისა და ბაბუას - აშშ სამხედრო...

ხომალდი, რომელიც სენატორ მაკკეინის მამისა და ბაბუას – აშშ სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალთა სახელს ატარებს, ტანკერს შეეჯახა

Published on

ამერიკული სამხედრო რაკეტმზიდი ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს Alnic MC შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობა ავრცელებს. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში. 
 
არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია, დაზიანებულმა ხომალდმა  კი თავისი სვლით გააგრძელა ცურვა პორტისკენ. 
 ამერიკელი სენატორი ამ სამწუხარო ამბავს თვითერზეგამოეხმაურა: ,,მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობთ ,,ჯონ მაკეინის'' მეზღავაურთა გადარჩენისთვის და  მადლიერნი ვართ სამაშველო- საძიებო ეკიპაჟებისა'' წერს იგი 
 
აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„ჩემი ლოცვით ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ვარ“, – დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა
 
,,მაკკეინი'' არლი ბერკის კლასის ხომალდია, სიგრძით 154 მეტრი, იგი იაპონიაში, იოკოსუკიზეა ბაზირებული. გემი ექსპლუატაციაში 1994 წელს შევიდა, მისი ეკიპაჟი 23 ოფიცრის, 24 სერჟანტისა და 290 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. 
 
ხომალდს სახელი სენატორ მაკკეინის მამისა და ბაბუას პატივსაცემად ეწოდა, ორივე აშშ სამხედრო-საზღვაო  ძალების ადმირალი იყო. 
 
ჯონ (,,სლუ'')  სიდნი მაკკეინი, ( 1884 – 1945 წწ) აშშ სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი. მეორე მსოფლიო ომის წლებში  წყნარი ოკეანის კამპანიის ერთერთი უმაღლესი მეთაური. მაკკეინების ოჯახს პატრიარქი 
.
 
 
ჯონ სიდნი (,, ჯეკი'') მაკკეინ- უმცროსი (1911-1981 წ.წ,) აშს სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალი, მონაწილეობდა 1940 – 1970 წწ პერიოდის შეიარაღებულ კონფლიქტებში,  ხელმძღვანელობდა აშშ სამხედრო ძალების წყნარი ოკეანის სარდლობას 
 
 
 
 

 

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...