მთავარისიახლეებისაზოგადოებაjem-fest-ის ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმაც გამოუცხადა

jem-fest-ის ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმაც გამოუცხადა

Published on

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ჯემ ფესტის ბილეთების კონტროლის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს ზუგდიდის სასამართლოში ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სარჩელს 11 ადამიანი აწერს ხელს, თუმცა ამბობენ, რომ უფრო მეტნი არიან. ჯემ ფესტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ამ დრომდე მათ ფესტივალის ხელმძღვანელობიდან არავინ დაკავშირებიათ, ამიტომაც სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს.ფესტივალის ყოფილ თანამშრომლებს დღეს სოლიდარობა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმაც გამოუცხადა. მისი ხელმძღვანელის, ემზარ კვარაცხელიას თქმით, მომჩივანთა გვერდით ბოლომდე იქნებიან.კუთვნილი ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით ფესტივალის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია 14 აგვისტოს გამართეს. მათი განცხადებით, ორგანიზატორებმა მათ, კუთვნილი ხელფასის ნაცვლად მხოლოდ 100-100 ლარი ჩაურიცხათ. მათივე განცხადებით, ფესტივალის დამფუძნებლებისგან კონკრეტული დამაიმედებელი პასუხი არ მიუღიათ.
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...