მთავარისიახლეებისამართალიგაშარჟება არ გამოვა. გამოძიება უსათუოდ უნდა ჩატარდეს - ადვოკატი ბექა ბასილაია ...

გაშარჟება არ გამოვა. გამოძიება უსათუოდ უნდა ჩატარდეს – ადვოკატი ბექა ბასილაია ,,პრანკერებთან” ჩაჭრილი მღებრიშვილის პასუხიმგებლობის საკითხზე გამოძიებას მოითხოვს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია  აცხადებს, რომ პროკურატურა ცდილობს გააჭიანუროს გამოძიების დაწყება ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე  მინისტრ მღებრიშვილის ,,უკრაინელ კოლეგასთან'' საუბრის საკითხთან დაკავშირებით.
ბასილაიას თქმით, პროკურატურას  გამოძიების დაწყების მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.
 
,,ისინი ცდილობენ საუბარი გააშარჟონ, კი ბატონო. მღებრიშვილის საუბარი თავიდან ბოლომდე არის კომიკური თავისი არსით, მაგრამ ამ კომიკურობაში ტრაგედია არის ის, რომ საუბრის მონაწილე გიორგი მღებრიშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს ადამიანი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს. 
 
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს რომ ეხებოდეს ეს ჩანაწერი, პროკურატურა ვალდებული იქნებოდა, გამოძიება დაეწყო, მით უმეტეს  საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას” -და მოცემულ შემთხვევაში უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. 
 
 მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება საქართველოში და აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დადგინდეს მღებრიშვილის ჩანაწერის ავთენტურობა. ვერანაირი თემით ეს საკითხი ვერ გადაიფარება. ვერც იმით, რომ პროკურატურა დღეს არ იწყებს გამოძიებას, ვერც იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომღაც ახლა გააქტიურდა და ატარებს ასევე კომიკურ სპეცოპერაციებს მათი მინისტრის თემისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, დაწყებული გვაქვს საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოხდეს ამ ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარება. ცხვირში ძალიან მწარედ, ბუმერანგივით მოხვდებათ ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებითაც ეს ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეებს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...