რუსეთში, ქალაქ სურგუთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სააგენტოზე Amaq .
ეს რამდენამდმე მოულოდნელი აღმოჩნდა რუსი სამართალდამცავებისათვის, რადგან ისინი თავადასხმას ძირითადად განიხილავდნენ, როგორც ფსქიური აშლილობის მქონე პირის მოქმედებას და ნაკლებად როგორც ტერორისტულ აქტს.
შეგასხენებთ, გუშინ. სურგუთის ცენტრში, ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით 7 ადამიანი დაჭრა, მათგან 4 მძიმე მდომარეობაშია.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.

პირველადი ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირი 1994 წელს არის დაბადებული. სამართალდამცავები ამოწმებდენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
