მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ განახორციელა თავდასხმა სურგუთის სავაჭრო ცენტრზე, ტერორისტმა თუ ფსიქიკური აშლილობის...

ვინ განახორციელა თავდასხმა სურგუთის სავაჭრო ცენტრზე, ტერორისტმა თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა?

Published on

რუსეთში, ქალაქ სურგუთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.-  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სააგენტოზე Amaq .
 
ეს რამდენამდმე მოულოდნელი აღმოჩნდა რუსი  სამართალდამცავებისათვის, რადგან ისინი  თავადასხმას ძირითადად განიხილავდნენ, როგორც ფსქიური აშლილობის მქონე პირის  მოქმედებას და ნაკლებად როგორც ტერორისტულ აქტს.
 
შეგასხენებთ, გუშინ. სურგუთის ცენტრში,  ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით 7 ადამიანი დაჭრა,  მათგან 4 მძიმე მდომარეობაშია. 
 
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
 
 
ერთერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდამსხმელი, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და წითელი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული,   ერთხანს    სავაჭრო ცენტრის ,,სევერნის'' მახლობლად მდებარე საზაფხულო, ღია კაფეში იჯდა, შემდეგ მოულოდნელად წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ცემტრისკენ . იგი, რპგორც ჩანს თავადაპირველად ხანძრის გაჩენას ცდილობდა, რადგან შესასვლელიდან კვამლის ბოქლები გამოვარდა.  შემდეგ კი დანით დაერია ხალხს.
 
პირველადი ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირი 1994 წელს არის დაბადებული. სამართალდამცავები ამოწმებდენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...