მთავარისიახლეებისაზოგადოებაფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია - რკინიგზელთა პასუხი დაჩი ცაგურიას ცინიკურ განცხადებაზე

ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია – რკინიგზელთა პასუხი დაჩი ცაგურიას ცინიკურ განცხადებაზე

Published on

21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება.
 
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, თუკი მოშიმშილეების მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
 
“ჩვენი მოთხოვნებია დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში. ასევე, თანამდებობა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ. უკვე შემოგვიერთდნენ სოლიდარობის ნიშნად ბათუმიდან რკინიგზის თანამშრომლები. ორშაბათიდან კი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია გაიმართება”, – განაცხადა გიორგაძემ.
 
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პასუხს, როგორც საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურია აცხადებს , რეალურად სახეზე გვაქვს პროფკავშირების თავმჯდომარის პირადი მოტივები და არა რაიმე სახის პრობლემა.
 
 
“8 ადამიანი შიმშილობს და აქედან მხოლოდ ერთია რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომელი. დანარჩენი 7 პროფკავშირების წარმომადგენლები არიან.'' –  აცხადებს დაჩი ცაგურია.
 
,, ვაჩვენებთ, რა მასშტაბებს მიიღებს მოშიმილეთა აქცია'' – ასეთია რკინიგზელთა პასუხი ცაგურიას ცინიკურ განცხადებაზე 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...