მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო 4 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა 2584-ით არის გაზრდილი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა 2584-ით არის გაზრდილი.

Published on

ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა 2584-ით არის გაზრდილი. დოკუმენტაცია საჯარო დაწესებულებებიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოითხოვა. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ძირითადად ახალი შტატები აიპ-ებში გაჩნდა, სადაც კადრების დანიშვნა, როგორც წესი, ნეპოტიზმით ხდება.
 
ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები "კურიერმა" რეგიონებში მუნიციპალიტეტებში გადაამოწმა. ქარელის გამგებელი ადასტურებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მონაცემები ზუსტი არაა.
 
ქობულეთის გამგეობაში ნათესაური ნიშნით თანამშრომლების დანიშვნას გამორიცხავენ.
 
ოპოზიციის ინფორმაციით, თვითმმართველობის სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია დედაქალაქშიც, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა იმის გამო ვერ ხერხდება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი გუნდი ინფორმაციას არ აწვდის.
 
კვლევისას, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დოკუმენტაცია 37 გამგეობიდან და 11 მერიიდან მოითხოვეს, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 24 შემთხვევაში მიიღეს, დანარჩენებმა მონაცემების ოპოზიციას არ მიაწოდეს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...