მთავარისიახლეებისამართალიისნის ბაზრობაზე, ,,დაშლილების'' ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობი დაიწვა

ისნის ბაზრობაზე, ,,დაშლილების” ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობი დაიწვა

Published on

დაახლოებით 1200 კვმ ფართობია დამწვარი  წუხელ თბილისში,  ისნის ბაზრობაზე  ე.წ.  მეორადი ავტონაწილების, ე.წ.  “დაშლილების” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად .
 არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, . ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა . 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,  ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
 
ხანძარი ისნის ბაზრობაზე, გვიან ღამით გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
 
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ.
 
მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე კომერციულ ფართებს ფლობენ, თუმცა ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაზიანდა თუ არა ხანძრის შედეგად მათი მაღაზია. , მათ ადგილზე შესვლის და მაღაზიების დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...