მთავარისიახლეებისაზოგადოებაშალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო

შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად მჯდომარე აქცია დაიწყო.
 
 "აქ წყდება ქვეყნის ბედი,"- აცხადებს იგი  და  სემეკში მისვლისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც.
 
იგი  ტარიფების შესახებ სემეკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას  პირადად კახა კალაძეს უკავშირებს და  მარეგულირებელი კომისიის წევრებს მონებს, კალაძეს კი მაფიოზების მეთაურს უწოდებს
 
დღეს სემეკის სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სატარიფო განაცხადით "თელასი"  სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. 
 
  სემეკში დღეს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, რადგან ლეიბორისტული პარტია კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა. 
 
სემეკის ხელმძრვანელობის კითხვაზე, რომ სატარიფო განაცხადის განხილვა გადასახადის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს,   შალვა ნათელაშვილმა  განაცხადა, რომ განხილვის დაწყება დაუშვებელია, რადგან გადაწყვეტილება მაინც ერთი იქნება – გაძირება.
„როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით ყოველთვის! და თქვენი მოსატყუებელი კბილი კაი ხანია მოვიცვალე,“ – განაცხადა მან. 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...