მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ბაჩო ახალაიას მართლა გამორჩეული დედა ჰყავდა...

მიხეილ სააკაშვილი: ბაჩო ახალაიას მართლა გამორჩეული დედა ჰყავდა…

Published on

,,ბაჩო ახალაიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას რეჟიმის შემოთავაზებაზე, სპეცრაზმის ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში. მას მართლა გამორჩეული დედა ჰყავდა, რომელსაც 20 წელზე მეტი ვიცნობ და დიდ პატივს ვცემდი.''– წერს საქართვლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე. 
 
,,დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბაჩო უნდა იჯდეს, ვერ დაგისახელებთ იმ მუხლს, რომლითაც ის არის გასამართლებული. მას მისჯილი აქვს კანონიერი ქურდების ჩვენების საფუძველზე და განაჩენში წერია, რომ მან "სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული''.
ეს არის ჭორვილური სამართალი, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში ''– აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 
დღეს პოლიტპატიმარმა, ყოფილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ბაჩო ახალაიამ მატროსოვის ციხიდან გააკეთა განცხადება:  "სანამ უკანასკნელი ჯარისკაცი არ დატოვებს ციხეს, მე აქედან არ გავალ. მე ვარ უდანაშაულო, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი და ციხის ზედამხედველობის შემოთავაზებას, ბორკილებდადებული გამოვემშვიდობო დედას, არ მივიღებ."
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...