მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის თამაშების შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს

განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის თამაშების შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს

Published on

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, სკოლებში ვაშლების დარიგებისა და შრომის გაკვეთილების დაბრუნების გარდა კიდევ ერთი ახალი ინიციატივა აქვს. მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საგნები თამაშებით უნდა შეისწავლონ, თამაშების შესაძენად კი სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, მის ახალ ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და მხოლოდ 20-მდე სკოლას შეეხება.“სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება”, – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...