მთავარისიახლეებიეკონომიკადღეს სემეკში საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო - ლეიბორისტები ტარიფების მოსალოდნელ ცლილებებს...

დღეს სემეკში საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო – ლეიბორისტები ტარიფების მოსალოდნელ ცლილებებს აპროტესტებენ

Published on

დღეს სემეკში საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო –   სხდომა, რომელმაც  უნდა მიიღოს გადაწყვეტილება  დადგეს თუ არა განსახილველად  ტარიფების ცვლილებების საკითხი, მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
 
დაპირისპირება სხდომაზე მისულ ,,ლეიბორისტებსა'' და სემეკის სხდომა დაცვის სამსახურის წევრებს შორის მოხდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ სხდომა  ხმაურის გამო მცირე ხნით შეწყდა. თუმცა რამდენიმეწუთიანი შეწყვეტის შემდეგ წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა სხდომის გაგრძელება გადაწყვიტეს.
 
 „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და მოუწოდებენ, რომ სხდომა დაუყოვნებლივ შეჩერდეს, ისინი  კომისიის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების   განხილვასაც კი .
 
 „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, სემეკმა არ უნდა დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რადგან სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე სემეკს არ აქვს უფლება ტარიფის ცვლილება მოახდინოს. გუგავას თქმით, დღევანდელი სხდომა არის უკანონო და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
 
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ ლეიბირისტულ პარტიას და ყველას , ვინც მის პოზიციას  იზიარებს, შეუძლია სასამართლოს მიმართონ .
 
ვითარება კიდევ უფრო   დაიძაბა მას შემდეგ რაც "სემეკში" განხილვის პროცესი მაინც დაიწყო.  
 
სიტუაციის განსამუხტად სემეკის ხელმძღვანელობამ პატრული გამოიძახა, თუმცა ამ დროისათვის სხდომა ფაქტიურად ჩაშლილია. . 
 
 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...