უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ემზადებიან: ,,უკრაინა და საქართველო ერთად დაამარცხებს პუტინის ოლიგარქიულ სინდიკატს თავისი პოროშენკოთი და ივანიშვილით.”

0
489

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან გეგმავს შესვლას.

როგორ ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამ განცხადებას და როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი როლი იმ შემთხვევაში, თუ  უკრაინის ხელისუფლებამ, რომელსაც  არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ხელი შეუშალოს მას, მაინც სცადა  ქვეყანაში  არ შეუშვას ან,  მისთვისვე უარესი, საზღვარზე დააკავოს უკრაინის  ოპოზიციის ლიდერი და, როგორც ხალხი აფასებს,  პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი? 
 
,,ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ ონლაინ სივრცეში, არამედ რეალობაში – გავიდეთ და დავხვდეთ სააკაშვილს საზღვარზე, რადგან მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გახდება  თუ არა ის უკრაინის პრეზიდენტი. კანონი – ეს ჩვენ ვართ, ხალხი!''
 
 ,,სააკაშვილი უკრაინის ახალი  სუნთქვაა –  ჩვენ ვერ გავუშვებთ ამ შანსს  ხელიდან. თუ არ გვინდა ხელისუფლებაში ქურდები გვესვას, ხმა სააკაშვილის პარტიას უნდა მივცეთ !''
 
,,უკრაინა და საქართველო ერთად დაამარცხებს პუტინის ოლიგარქიულ სინდიკატს თავისი პოროშენკოთი და ივანიშვილით.'' 
 
,,პოროშენკომ ყველა რეფორმა ჩააფლავა. ახლა მთელი იმედები  მიხეილ სააკაშვილზეა,  მხოლოდ იგი შეძლებს დაიწყოს ოს რეალური რეფორმების გატარება  ქვეყანაში. ''
 
,,ჩვენ გვჭირდება გადამჭრელი ზომები ოლიგარქებისა და ხაზინის ქურდების წინააღმდეგ. ხალხმა სწორედ  ახალი უკრაინის სახელით გაიღო მსხვერპლად თავისი საუკეთესო შვილები და იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას სამართლიან და განვითარებულ ქვეყანაში.''
 
,,მიხეილ, თქვენ ერთადერთი პოლიტიკოსი ხართ, ვისაც ხალხი ენდობა. ეს დიდი ძალაა თქვენს ხელში და გამოიყენეთ იგი უკრაინისთვის.''
 
,,ჩამოდით ევროდეპუტატებთან ერთად, დაგხვდნენ დეპუტატები. ჩვენ კი, რა თქმა უნდა ჩვენსას გავაკეთებთ, რომ ჯერ გართულებების გარეშე დაბრუნების შესაძლებლობა მოგეცეთ, ხოლო შემდეგ ქვეყანაში გვყავდეს  ყველაზე პატიოსანი, განათლებული, ხალხისა და ხალხების მოყვარე და გულშემატკივარი პრეზიდენტი. ''
 
უკრაინელებს, რა თქმა უნდა გააზრებული აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში რისკიანი ნაბიჯია და თადარიგს იჭერენ ყველა შესაძლო წინააღმდეგობის დაძლევისათვის:
 
 ,,დარწმუნებული ხართ,  რომ  ავაქოვი და პოროშენკო ვერ გაბედავენ ძალის გამოყენებას (იარაღის ჩათვლით) სააკაშვილის   შესახვედრად გამოსული ხალხის წინააღმდეგ? ის  ხომ მათთვის №1 სასიკვდილო განაჩენია?' – სვამს კითხვას ერთერთი კომენტარის ავტორი. – დამხვდურებში შესაძლოა შეიარაღებული პროვოკატორებიც გაერიონ.'' 
 

,,ასპროცენტიანია. ი ს ი ნ ი შეეცდებიან  მოაწყონ პროვოკაციები და არეულობები, რომ  ეს სააკაშვილსა და მის მომხრეებს გადააბრალონ. ამის შემდეგ კი მთელ მოძრაობას მოუწევს სიარული დაკითხვებზე, სასამართლოებში, იზოლატორებიდან თავისი ხალხის გამოხსნისთვის ბრძოლა. დაფიქრდით, ვისთან გაქვთ საქმე!  პოროშენკოს ხელისუფლება  სხვა არაფერია, თუ არა ბანდა, რომელსაც ბევრი აქვს დასაკარგი და უსისხლოდ და უმსხვერპლოდ არ წავა!''
 
,,ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად'' – პასუხობენ მათ. 
 
,,უსათუოდ უნდა მოვაწყოთ ცოცხალი კორიდორი და მოვაწყობთ კიდეც მას. სააკაშვილს მოქალაქეობას უკრაინის ხალხი დაუბრუნებს და ამას ბარიგა  პოროშენკოს არც კითხავს.''
 
,,თუ ასი კაცი გამოვა, ძალას გამოიყენებენ, თუ ათასი – ყოყმანს დაიწყებენ, თუ ასი ათასი – დათმობენ. ეს არითმეტიკა არ არის, ეს ფსიქოლოგიაა.''
 
,, რაც მეტი გამოვალთ შესახვედრად, მით ცოტა შანსი დარჩება ხელისუფლებას წინააღმდეგობის გაწევისათვის. ჩვენ არ გვჭირდება არჩევნები. ჩვენ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს, ის ჩვენი არჩევანია, ის ჩვენი პრეზიდენტია. ''
 
,,მაიდანზე არასოდეს გავსულვარ. მაგრამ უსათუოდ გავალ მაიდანზე თქვენს მხარდასაჭერად.ათ სექტემბერს კიევში მოვდივარ''.
 
 
თავად მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს , რომ უკრაინის ხელისუფლებას არა აქვს სამართლებრივი მექანიზმი ხელი შეუშალოს დაბრუნებაში .
 ,,მიუხედავად პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილებისა, მე ვარ მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მე ყველა ნივთი უკრაინაში მაქვს. ასევე პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატორი ვარ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გააკეთონ, რაც მოუნდებათ, თუმცა კანონი მათ მხარეს არ არის“, – აღნიშნავს იგი.  
მისივე თქმით, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მას თან მიჰყვებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და რიგი პოლიტიკოსები.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.
წინა სტატია“ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს.” – იცინის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ საკითხავია, სასაცილოდ თუ აქვთ საქმე თავად ოლიგარქებს უკრაინაში და საქართველოში და რამდენ ხანს დასცალდებათ მის გარეშე ,,მშვიდი” ცხოვრება?
შემდეგი სტატია,,ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ფილმი იბრძოლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური