მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მაღაზია ,,ნიკორა'' გაძარცვეს

თბილისში მაღაზია ,,ნიკორა” გაძარცვეს

Published on

  დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში გორგასლის ქუჩაზე, ”ნიკორას'' სავაჭრო ობიექტში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. 
 წაღებულია მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია. 

”საბედნიეროდ, თავდასხმის დროს ობიექტის პერსონალი არ დაზარალებულა”, – აცხადებენ სს ”ნიკორაში”.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...