მთავარისიახლეებისაზოგადოებაელიავას ბაზრობა და სხვა ობიექტები იმისთვის არ გადამწვარა, რომ მათ ადგილზე...

ელიავას ბაზრობა და სხვა ობიექტები იმისთვის არ გადამწვარა, რომ მათ ადგილზე პარკები გაშენდეს

Published on

გავრცელდა ინფორმაცია რომ შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
 
,,ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად არ არის. ფართობი მთლიანად დაფარულია სამშენებლო ნაგვით და ქვაღორღით იმდენად, რომ მკვლევარებს სინჯების აღების პრობლემაც კი შეექმნათ“ – ნათქვამია კვლევის შედეგებში. 
 
თბილისის მერი დავით ნარმანია,  რომელიც თავისი გაუკეთებელი საქმეებით ასევე არდარგულ ან დარგულ, მაგრამ გადამხმარ ხეებს ეფარება, აცხადებს, რომ   შპს “მუპიტესტის” მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ  ამ განცხადებით ცდილობს ,,მწვანედ'' შენიღბოს თავისი ფარული  ალიანსი ნახანძრალი ბაზრობების მიმართ არაჯანსაღი ბიზნესინტერესების მქონე პირებთან''. ყოველ შემთხვევაში იგი ვერავის დააჯერებს, რომ ბაზრობებს ცეცხლის გამჩაღებლები პარკების გასაშენებლად დათმობენ.
 
კვლევის დასკვნას ეხმაურებიან ამ დარგის  სხვა სპეციალისტები და პოლიტიკოსებიც. 
 
''ის ფაქტი, რომ ექსპერტების დასკვნით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამწვანება შეუძლებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა, – ამის შესახებ „პოლიტიკური პლატფორმა -ახალი საქართველოს" გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა შამათავამ განაცხადა. იგი  ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ირონიულს უწოდებს.
 
"ის ფაქტი, რომ ექსპერტების დასკვნით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამწვანება შეუძლებელია , მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა. როგორი დასაჯერებლია, რომ მიწაზე ხეების დარგვა შეუძლებელია, როცა შენობების სახურავების ვერტიკალური გამწვანება ერთგვარ ტრენდად იქცა და იმაზე ვმსჯელობთ, ორანჟერეა მოვაწყოთ სახურავზე თუ ბოსტანი. დავით ნარმანიასაც კი წამოცდა ვერტიკალური გამწვანების თაობაზე, რაც მისასალმებელია. 
ამ ფონზე, საინტერესოა, საიდან მოიტანეს, ვის მოაფიქრდა ან ვის დააწერინეს ეს დასკვნა? ვინ გადაწყვიტა, რომ მიწაზე ხეები ვერ ირგვება ან ვის ინტერესებს ემსახურება?! 
 
პარადოქსია, მაგრამ ნარმანიას უნდობლობას ამ ლაბორატორიული კვლევის მიმართ სრულიად ვეთანხმები. რა გახდა ერთი გაუბედურებული ელიავას ტერიტორიის გამწვანება, რატომ არის ეს შეუსრულებელი მისია? სრულიად შესაძლებელია, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდეს სარეკრაციო ზონის მოწყობა და ამავდროულად, შეინარჩუნოს თავისი ფუნქციაც", – განაცხადა თამთა შამათავამ.
 
 

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....