ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშვებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.ადგილობრივთა განცხადებით, გაზგასამართი სადგური უნებართვოდ ფუნქციონირებდა და უსაფრთხოების ნორმებიც დარღვეული იყო.ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში თავშესაფრით უზრუნველყოფენ. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, ისინი დროებითი ბრეზენტით გადაიხურება.გუშინ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების დროს სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის – გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სიახლეები
საზოგადოება
განათლების მინისტრი გადადგა
“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...
სიახლეები
საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...
სიახლეები
NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით
სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...
სიახლეები
გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება
წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება.
"გახარია მეორე...