მთავარისიახლეებიმსოფლიობარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა

Published on

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. თავდაპირველად ბარსელონის ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. ძალოვანი უწყება „თვითერის“ ვებგვერდზე წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...