მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და...

,,არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი” – „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს.

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად სიგუა აცხადებს, მზადაა უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს. 
 
„წესით და რიგით საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასე ძალიან დაინტერესდა „ჯემ ფესტის“ საქმიანობით, ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი. ხვალ მივდივარ დაკითხვაზე, ნებისმიერ კითხვას რომ ვუპასუხო“, – განაცხადა სიგუამ „იმედის“ ეთერში. 
 
მისივე თქმით, ოფისიდან „ყველანაირი დოკუმენტაცია წაიღეს“. „არაფერი დაგვიშლია. ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალედ და ღიად“, – აღნიშნა სიგუამ.
 
დღესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გასაავრცელა.
 
 გამოძიება მიმდინარეობს ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.
,,ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...