მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს მიაგნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს მიაგნეს

Published on

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაგნეს. – ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
 
ინფორმაცია ეყრდნობა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ავტორტეტული სამედიცინო ჟურნალში Science Translational Medicine გამოქვეყნებულ სამეცნიერო  სტატიას, რომელიც წარმატებით დასრულებული მრვალწლიანი კვლევის შედეგებს ასახავს.
 
"როდესაც გვინდა დნმ-ის ცვლილების გამოვლენა, ფაქტობრივად ნემსს ვეძებთ თივის ზვინში და ეს პროცესი უკიდურესად რთულია", – აცხადებს კვლევის ავტორი ვიქტორ ველკულესკუ.- ახალი მეთოდი აჩქარებს და ამარტივებს ამ პროცესს. მისი  არსი იმაში მდგომარეობს, რომ  ხდება სისხლის წინასწარი სკანირება, რომლის დროსაც დნმ-ის მუტაციურ ნაწილებს ახარისხებენ და აკვირდებიან მათ კავშირს  ახალ სიმსივნურ წარმონაქმნთან,  ამ მეთოდით  შესაძლებელია ადრეული გამოვლენა და დაკვირვება კიბოს განვითარების ეტაპებზე მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვალზე, ფილტვებსა და საკვერცხეებში. ''
 
ახალ ტექნოლოგიებს მეცნიერები 138 დაავადებულებზე ამოწმებდნენ, რომლებსაც სიმსივნე საწყისს ეტაპზე ჰქონდათ. ონკოლოგიური დაავადება ახალი მეთოდით 86 პროცენტს გამოუვლინდა. ამის შემდეგ მათ 44 ჯანმრთელ ადამიანზეც ჩაატარეს იგივე ცდა, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო. 
 
კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგები: 
 
ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ პაროდონტოზმა და პაროდონტიტმა სიმსივნის ნებისმიერ ფორმამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რისკის ჯგუფში შედიან ქალები მენოპაუზის დროს, თუნდაც არამწეველები იყვნენ. ამ კვლევის შესახებ EurekAlert-ზე წერენ.
 
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კბილის გარშემო არსებული ნაზი ქსოვილების დაავადება სიმსივნის მიზეზი ხდება – მაგალითად საყლაპავი მილის, პირის ღრუს, ან ძუძუსი. მეცნიერებმა 54-დან 86 წლამდე 65 ათასი ქალის მდგომარეობა გამოიკვლიეს, რომლებსაც პაროდონტიტი ჰქონდათ და შეაფასეს, რამდენად ხშირი იყო მათში სიმსივნური დაავადებები. 2013 წლის შემდეგ 7 000-ზე მეტი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...