მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება დასჭირდა

ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება დასჭირდა

Published on

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა. როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პაციენტებს შორის ყველაზე პატარა 4 წლის ბავშვია, რომელიც უყურადღებობით დიდი ხანი დააყოვნეს აუზთან, ყველაზე ხანდაზმული კი – 69 წლის ქალი.დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით პაციენტთა მიმართვიანობა მომატებულია. ამასთან, გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ სეზონი ჯერ დასრულებული არ არის, სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს, ამავდროულად, ყველა პაციენტი დამწვრობის ცენტრს არ მიმართავს. "შედარებით თვალშისაცემია, რომ მამაკაცები ადრე თუ მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი პაციენტებს შორის, ახლა, ფაქტობრივად, დაეწივნენ მანდილოსნებს. დაახლოებით 50/50-ზეა მათი თანაფარდობა", – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.მისივე ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არ დაფიქსირებულა ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის ფაქტები.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეები შუა დღისას მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნას მოეროდონ. განსაკუთრებით მოერიდონ შუა დღის მზეზე ყოფნას ბავშვები და მოხუცები. საუბარია 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდზე. მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა წლამდე ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ გაიყვანონ.ამასთან, გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონებისა და კრემების გამოყენებას ურჩევს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...