მთავარისიახლეებიპოლიტიკაზალბერისთვის მანდატის შეჩერება შესაძლოა ცხინვალში გაკეთებული განცხადება იყოს- ოპოზიცია

ზალბერისთვის მანდატის შეჩერება შესაძლოა ცხინვალში გაკეთებული განცხადება იყოს- ოპოზიცია

Published on

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ჰერბერტ ზალბერისთვის მანდატის შეჩერება, მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაკეთებული განცხადებებს მოჰყვა.„განცხადებები, რომელიც ბატონმა ზალბერმა გააკეთა, იყო სრულიად მიუღებელი და ის ყველას მხრიდან იქნა დაგმობილი. სავარაუდოდ, ამ განცხადებებით იქნა გამოწვეული ის, რომ მისი მანდატი იქნა შეჩერებული. მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო და ხელისუფლება ზოგადად, ყველგან უნდა აყენებდეს თავის წითელ ხაზებს და ნათელი უნდა იყოს მათ შორის ევროპელი დიპლომატებისთვის, რა არის ჩვენი წითელი ხაზები,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ ჰერბერტ ზალბერის შემცვლელი არ დაუშვებს ისეთ დიპლომატიურ შეცდომებს, რის გამოც ევროკავშირის წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ.  „მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებს და მერე თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა დონეზე არ მოუხდებათ მობოდიშება,“ – აცხადებს გია ბარამიძე.შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ, ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია. მედიის ცნობით, ჰერბერტ ზალბერის შემცვლელის მოსაძებნად ევროპულ სტრუქტურებში უკვე დაწყებულია კონსულტაციები. პროცედურას შესაძლოა 1-დან 3 თვემდე დასჭირდეს.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...