მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში 2016 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.
 
დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 
 
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".
 
„წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს“, – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 
 
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს სამლოცველოები ციხეში. 
 
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს. 
 
„რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. „იეჰოვას მოწმეების“ წევრებმა ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი დააფიქსირეს“, – აღნიშნულია ანგარიშში. 
 
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და უმცირესობის რელიგიურ ჯგუფებს შორის.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...