მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ახლა ასფალტს მჭადის ფქვილივით მიაყრიან და ნოემბერში აღარ ივარგებს"- ელისაშვილი

“ახლა ასფალტს მჭადის ფქვილივით მიაყრიან და ნოემბერში აღარ ივარგებს”- ელისაშვილი

Published on

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ასფალტს ფართხა-ფურთხით "მჭადის ფქვილივით მიაყრიან", რაც ერთი თვის მერე აღარ ივარგებს."არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაახსენდათ, რომ 2 წლის წინ სტიქია იყო და ადამიანები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე. რა თქმა უნდა, მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა და ამ ტრადიციას არავინ ღალატობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ეზოებში ასფალტის დაგებას, წარმომიდგენია, როგორ მჭადის ფქვილივით მიაყრიან იმ ასფალტს და ნოემბერში უკვე აღარ ივარგებს. ცხადია, ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ახსენდება ყველას ხალხი", – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.თბილისის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა. შესაბამის დადგენილებაში ცვლილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. თბილისის ბიუჯეტის გაზრდას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოწინააღმდეგე კი 8 დეპუტატი იყო. დადგენილებაში ცვლილების განხორციელებამდე საკრებულოში დებატები გაიმართა. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ბიუჯეტის ზრდა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...