მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე უკრაინაში დავბრუნდები,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს"- მიხეილ სააკაშვილი

“მე უკრაინაში დავბრუნდები,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

„მე უკრაინაში დავბრუნდები. ვგეგმავ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას რომელიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მე სხვაგან არსად მაქვს. ჩემი ყველა ნივთიც კი უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმეტესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია. 16 აგვისტოს განვაცხადებ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს“, -საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა აიღო დაიცვას უკრაინელების უფლებები. „მე პასუხისმგებლობა ავიღე დავიცვა უკრაინელების უფლებები. პოროშენკოსა და ოლიგარქებს ეს არ სურთ, მაგრამ მე მათი არ მეშინია. ახლა ბევრ ინტერვიუს ვაძლევ ევროპულ მედიას, ვუყვები მათ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე მაქვს კონტაქტი რიგ ევროპელ პოლიტიკოსთან და მათ მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს“, – დასძინა მან. 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...