ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, კუნძულ გუამზე დარტყმა "ცოტა ხნით" გადადო. ამის შესახებ სააგენტო KCNA წერს. "მან თქვა, რომ ამერიკელმა იმპერიალისტებმა თავად დაიწყეს კისერზე ბაწრის შემოხვევა მას შემდეგ რაც კონფონტაციულ შანტაჟზე გადმოვიდნენ. ის ცოტა ხანი ისევ დააკვირდება სულელი იანკების ქცევებს, რომლებიც უაზრობაში კარგავენ თავიანთი საწყალი ცხოვრების ყოველ წამს", – ციტირებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიტყვებს სააგენტო. კიმ ჩენ ინის თქმით, "აშშ-მ უმჯობესია გაარკვიოს კონფლიქტის პლიუსები და მინუსები და მიხვდეს, ვისთვის იქნება ეს სიტუაცია ყველაზე წამგებიანი".აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. ფხეიანი ვაშინგტონს დაჰპირდა, რომ კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკელების მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, სარაკეტო იერიშს მიიტანდა. 11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში" კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და რომ ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია.
სიახლეები
საზოგადოება
დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...
საზოგადოება
სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...
სიახლეები
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება
ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...
სიახლეები
EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი
EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...