მთავარისიახლეებისაზოგადოება"დედამიწა სულ ცოტა კიდევ 100 წელი შეძლებს არსებობას და ყველაზე ბევრი 500...

“დედამიწა სულ ცოტა კიდევ 100 წელი შეძლებს არსებობას და ყველაზე ბევრი 500 წელი”- მეცნიერი კაცობრიობის განადგურების დროს ასახელებს

Published on

არკანზასის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა და მათემატიკოსმა დენიელ უიტმირმა განაცხადა, რომ კაცობრიობა 100-500 წელიწადში გაქრება. მის სტატიას ვრცლად გამოცემა Phys.org-ი აქვეყნებს. უიტმირის თქმით, ტექნოლოგიურ ცივილიზაციებს შორის, Homo sapiens-ი ტექნოლოგიურად ყველაზე  ჩამორჩნილი სახეობაა, რადგან კოსმოსის "დალაშქვრა" მხოლოდ ბოლო 100 წლის განმავლობაში დაიწყო.კაცობრიობა არის პირველი ტექნოლოგიურად განვითარებული სახეობა დედამიწაზე, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც ტიპური კოსმოსური ცივილიზაცია. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო დასჭირდა ჰომო საპიენს თანამედროვე კულტურის ჩამოყალიბებისთვის, მსგავსი სახეობები ჩვენს პლანეტაზე თეორიულად მხოლოდ 23-ჯერ შეძლებს განვითარებას. თუმცა, ჩვეულებრიობის პრინციპის თანახმად (პრინციპი, რომლის მიხედვით დედამიწა და მასზე მცხოვრები ადამიანები, სამყაროსთვის განსაკუთრებულნი არ არიან) ერთი და იგივე ცივილიზაციის წარმოქმნა ერთი და იგივე პლანეტაზე – ნაკლებ სავარაუდოა. ეს ნიშნავს, რომ თავისი ცხოვრების დასასრულს, ადამიანები შექმნიან ისეთ ბიოსფეროს, სადაც ცხოვრება შეუძლებელი გახდება, – წერს მეცნიერი. უიტმირის კოსმოსური ცივილიზაციების გამოთვლებით, დედამიწა სულ ცოტა კიდევ 100 წელი შეძლებს არსებობას და ყველაზე ბევრი 500 წელი. 

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...