მთავარისიახლეებისაზოგადოებასაით უბერავს ქარი? თბილისში, აღმაშენებელზე დილიდან 16 კაფე-ბარი დაიხურა პროტესტის ნიშნად

საით უბერავს ქარი? თბილისში, აღმაშენებელზე დილიდან 16 კაფე-ბარი დაიხურა პროტესტის ნიშნად

Published on

დღეს დილით  თბილისში  აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები16-მა მეპატრონემ, მათ შორის 14 უცხოელმა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად, დახურა.
 
რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა.
 
ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ.
კაფეების მფლობელები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია, რადგან საფეხმავლო ქუჩაზე ღია კეფეების სტუმრები უცხოელი ტურისტები არიან, დღეს დილიდან კი ახალ ტიფლისში მისულ ტურისტების თითქმის ყველა ობიექტი დახურული ხვდებათ.
 
ასევე, ბარების მეპატრონეები ამბობენ, რომ მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი ბარები დღეს ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.
 
საკითხზე კომენტარი გააკეთა უფლებადამცველმა ალექსანდრე ახალკაცმა, რომელიც შერჩევით სამართალზე მიუთითებს.
 
„საინტერესოა ის, რომ ამ 16 ბარიდან 90%-ის არის უცხოელი მეპატრონე. სავარაუდოდ, ლოგიკური დასკვნაა იმის, რომ ხდება არაპირდაპირი ზეწოლა უცხოელ ინვესტორებზე, კონკრეტულად ამ ქუჩაზე,“ – განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.
 
ბარების ამხანაგობის თავმჯდომარე, გივი დუჩიძე, განმარტავს, რომ გაფრთხილებ მხოლოდ იმ კაფე-ბარების მეპატრონეებმა მიიღეს, რომელთაც შესაბამისი პროცედურები არ დაუწყიათ მერიაში. 
 
„ჩვენ დაგვიბარეს მერიაში და მოგვთხოვეს ამ საქმის მოწესრიგება. შემდეგ ეს პროცედურულად უნდა მომხდარიყო შეთანხება არქიტექტურის სამსახურთან, ვიზუალზე იქნებოდა მიღებული დასტური, შემდეგ გადამისამართდებოდა ქონების მართვაში და აიღებდა იჯარას. ვინც ეს ყველაფერი შეასრულა, ვიზუალი შეთანხმებული აქვს და ელოდება ქონების მართვის და იჯარის გაფორმებას უბრალოდ, მათ არ მიიღეს გაფრთხილება. ვინც არ შეათანხმა ვიზუალი არქიტექტურის სამსახურთან, იმათ მიიღეს გაფრთხილება,“ – განაცხადა გივი დუჩიძემ.
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...