მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძის წითელი ,,ბოსონოჟკები''

ნინო ბურჯანაძის წითელი ,,ბოსონოჟკები”

Published on

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ბიჭების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
„პირველ რიგში მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპულის და მათ ოჯახების წინაშე და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი შვილები აღზარდა ისე, რომ ისინი სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებად იქცნენ.
ამავდროულად მინდა, ყველას მოვუწოდო, ყველაფერი უნდა გადაიდოს გვერდით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასოდეს მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, შევასრულოთ ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ. გაერთიანდეს ეს ქვეყანა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
რას ნიშნავს ეს ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს''  ნინო ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არის.  
 ინფორმაცია იმის შესახებ, თუ   რა ეცვა ამჯერად ფეხზე ნინო ბურჯანაძეს, არ ვრცელდება და არც ამის საჭიროება არსებობს. – დიდი ხანია არავის ებადება კითხვა, რა აცვია მას მკაცრად შავი ფეხსაცმლის ქვეშ – ეკლიან გზაზე მავალი ერის წინამძღოლის  წითელი მესტები თუ  მოსკოვის ნაბოძვარი წითელი  ,,ბოსონოჟკები''.
 
 
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...