მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

Published on

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, გუშინ, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს.მასპინძლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.ამ მატჩში ყველაზე მეტი – 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 პასიცაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ (14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი). 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემაც.საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის გეგმაში ასევე "აკროპოლისის თასზე" გამოსვლაა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთის, ასევე იტალიისა და სერბეთის ნაკრებები ეყოლება.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...