საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, გუშინ, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს.მასპინძლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.ამ მატჩში ყველაზე მეტი – 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 პასიცაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ (14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი). 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემაც.საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის გეგმაში ასევე "აკროპოლისის თასზე" გამოსვლაა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთის, ასევე იტალიისა და სერბეთის ნაკრებები ეყოლება.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...