მთავარისიახლეებიპოლიტიკაე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თავად...

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თავად ბრალდებული პროკურატურას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ.

Published on

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ჯანაშია ვალდებული არ იყო 2011 წლამდე პრეზიდენტის განკარგულებები შეესრულებინა. მისივე თქმით, პროკურორს ამის დამადასტურებელი არავითარი ნორმატიული აქტი არ მოუყვანია მაგალითად. „მან მიუთითა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს სამსახური პირდაპირ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის გასამხედროებული სამსახური. თუ სამსახური არის გასამხედროებული და ექვემდებარება პირდაპირ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, როგორ შეიძლება არ იყოს სავალდებულო, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შესასრულებლად სამსახურის ხელმძღვანელისთვის. ამასთან, პროკურორის ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალთან. ჯანაშიას ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ 2010, 2011, 2012 და 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, პრეზიდენტის განკარგულებების შესრულებისას ჩაიდინა დანაშაული. თუ 2011 წლამდე მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულებები, 2011 წლის შემდგომ გაწეული ხარჯები რატომ აქვს ბრალად შერაცხული თეიმურაზ ჯანაშიას? ეს არის შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რით ახსნის პროკურორი იმ გარემოებას, რომ თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია და ოთარ ქველიძე, ვისი ხელმძღვანელობის დროსაც 2009 წელს დაიწყო მსგავსი ტიპის ხარჯის გაწევა, მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით სარგებლობს მთელი ამ წლების მანძილზე“, – განაცხადა ბასილაიამ.ადვოკატმა პროკურორის კიდევ ერთ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც პროკურატურისთვის უცნობია, რომ 2013 წელს, მას შემდეგ რაც სდსს-ს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა, ეს სამსახური ანალოგიურ ხარჯებს გაწევდა. „პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ხარჯების გაწევა მინიმუმამდე დავიდაო. ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის ნოემბრამდე, როცა სდსს-ს ხელმძღვანელი იყო ანზორ ჩუბინიძე და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით მილიონი ლარია სდსს-დან პრეზიდენტის საჭიროებებისთვის დახარჯული. ეს დაიხარჯა მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლის მიერ და ჩვენი ინფორმაციით, ეს თანხა ჯამურად 4 მილიონს აღწევს, რაც დაცვის სხვა თანამშრომლებმა დახარჯეს. ეს დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად დევს. შესაბამისად, როცა პროკურორი ამბობს, რომ ეს ხარჯები მინიმუმამდე დავიდა, 8 თვეში მილიონი ლარი მინიმუმია? ასევე ჩვენ გვაქვს სდსს-დან მიღებული წერილი, სადაც წერია, რომ ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული და შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომი პერიოდის, როცა ხელმძღვანელი იყო ანზორ ჩუბინიძე, გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში“, – განაცხადა ბასილაიამ. 
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...