“მე ვბრუნდები”- ჯონ მაკკეინი ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის პარალელურად სამუშაო რეჟიმში ერთვება

0
387
სენატორი მაკკეინი facebook – ის საშუალებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. "რესპუბლიკელი" სენატორი ამბობს, რომ ვერაგ დაავადებას ებრძვის და სამსახურში დასაბრუნებლად მზადაა,  რისთვისაც რამდენიმე კვირა დასჭირდება."ჩემი მკურნალობის საქმე კარგად მიდის. თავს კარგად ვგრძნობ. მოდით, ვიყოთ გულახდილები -ეს ძალიან დაუნდობელი დაავადება . ეს ძალიან უხეში და პირდაპირი განმარტებაა, მაგრამ ყოველთვის მახასიათებდა პირდაპირ საუბარი. უნდა შევუტიო მას. საბედნიეროდ, ექიმებმა ის ნაადრევად აღმომიჩინეს და მკურნალობაც ძალიან კარგად მიდის. კიდევ ორი კვირა უნდა ვიმკურნალო, შემდეგ შეამოწმებენ, დარჩა თუ არა რამე და გახდება თუ არა საჭირო დამატებითი პროცედურების ჩატარება. მეგობრებო, ეს ძალიან ბოროტი დაავადებაა, მაგრამ მასთან ერთად სხვა გამოწვევებიც მაქვს. არ მინდა განვმეორდე, მაგრამ მივმართავ დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს – მე ვბრუნდები. იმათაც კი, ვისაც უნდათ, რომ მოვკვდე, არ სურთ, რომ ეს ახლა მოხდეს – ეს უკვე კარგია",-ამბობს მაკკეინი.
წინა სტატია“გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი”- განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა
შემდეგი სტატიაგრენლანდიაში ხანძარს ვერ აქრობენ- ტყის მასივი 31 ივლისიდან იწვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური