მთავარისიახლეებისაზოგადოება"გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი"- განათლების მინისტრის...

“გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი”- განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა

Published on

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ამ გეგმის მიხედვით განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება სოფლის სკოლებზე.მინისტრის განმარტებით, ახალბედა პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებას. “ახალი პედაგოგის შემოსვლა სკოლაში გარკვეული აზრით ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მოაკლდეს საათები და ეს გახლდათ წინააღმდეგობა, ახალი პედაგოგების სკოლაში შესვლის. სკოლას თუ მათემატიკის საათში ჯამში ჰქონდა 100 და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა პედაგოგი შევიდეს ამ სკოლაში, ჩვენ დავამატებთ საათებს და ეს იქნება 2 პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი. ანუ გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...