მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშებიან- გაერთიანებული ბლოკი დაშლილია

„თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშებიან- გაერთიანებული ბლოკი დაშლილია

Published on

„ნიპუოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბლოკი დაშლილია. მეტიც, „თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშებიან.როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, „თავისუფალ დემოკრატებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არ შეუტანიათ.„ნიუპოსტი“ პარტიის ლიდერ შალვა შავგულიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.„ამის თაობაზე ჩვენ ჩამოვყალიბდებით და სავარაუდოდ ხვალ გავაკეთებთ განცხადებას“ – აღნიშნა შავგულიძემ.თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის გაერთიანების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის მაისში შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ გააკეთეს. მაშინ პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მათ ეყოლებოდათ საერთო კანდიდატები და საერთო სია. "ნიუპოსტი" ადრეც წერდა, რომ პარტიის წარმომადგენლები აქტიურ კონსულტაციებს მართვავდნენ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან, რომ ელისაშვილი მათი მერობის კანდიდატი ყოფილიყო, რაზეც როგორც სჩანს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.ელისაშვილმა მალევე თქვა, რომ ის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას.
 
წყარო: ნიუპოსტი

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...