მთავარისიახლეებისაზოგადოებარა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო

რა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო

Published on

ივნისში გამოშვებული აპლიკაცია Sarahah-ს Google Play-სა და App Store-ში უკვე მილიონობით გადმოწერა აქვს. მანამდე, გამოშვებული სერვისის დესკტოპ-ვერსია ახლო აღმოსავლეთში უკვე სარგებლობდა პოპულარობით.რა საჭიროა მიმოწერის ახალი აპლიკაცია, თუ უკვე არსებობს Snapchat-ი, Instagram-ი, Messenger-ი და Whatsapp-ი?Sarahah-ს უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ყველა შეტყობინება ანონიმურია (sarahah არაბულ ენაზე გულახდილობას, სიმართლეს ნიშნავს). მილიონობით მომხმარებელიც სწორად ამან მიიზიდა.როგორ მუშაობს Sarahah?მექანიზმი ძალიან მარტივია. თქვენ იწერთ აპლიკაციას ან შედიხართ საიტზე და რეგისტრირდებით. ამის შემდეგ გეძლევათ უნიკალური ბმული, რომელსაც უგზავნით ადამიანებს. ყველას, ვისაც თქვენ ბმული ექნება, შეუძლია ანონიმური შეტყობინება დაგიტოვოთ – მათ რეგისტრაციის გავლაც კი არ დასჭირდებათ. შეტყობინების გასაგზავნად მხოლოდ ტექსტის აკრეფა და გამოქვეყნება იქნება საჭირო. თუმცა, სერვისს შეტყობინების მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან მიღების ფუნქციაც აქვს.მართალია, ჯერჯერობით თქვენ არ შეგიძლიათ შეტყობინებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამ ფუნქციის დამატებაზე Sarahah უკვე მუშაობს.აპლიკაციის შემქმნელი 29 წლის საუდელი ზაინ ალ-აბიდინ თაუფიქია. თავდაპირველად, Sarahah-ს დანიშნულება კომპანიების თანამშრომლების მხრიდან საკუთარ უფროსებზე ანონიმური კომენტარების წერა იყო.
მაგრამ აპლიკაციის მთელი აზრი იმაშია, რომ თქვენ ეუბნებით ადამიანებს იმას, რასაც პირდაპირ ვერ ეტყოდით.
 
წყარო:allnews.ge

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...