მთავარისიახლეებისამართალიფოთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან შეიკრიბნენ

ფოთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან შეიკრიბნენ

Published on

ფოთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პროკურატურასთან შეიკრიბნენ. 
 ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის ადმინისტრაციას კი, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რათა თავინთი საქმიანობა განაახლონ. 
დაზარალებულების განცხადებით, მათ კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 
 
„ხანძრის გაჩენიდან ერთი თვე შესრულდა და ამ დრომდე არანაირი გეგმა არ აქვს არც ხელისუფლებას, არც ბაზრის ადმინისტრაციას. ვითხოვთ გამოძიების დაჩქარებას. გვაინტერესებს გამოძიება რა ეტაპზეა. სხვა საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი გვაქვს. პროკურორი შეგვპირდა, რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდება. '' აცხადებენ ისინი. 
 
ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 10 ივლისს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...