დამნაშავეა, აბა რა? თუ პრეზიდენტ კაცს ჯიბის ფული არ ჰქონდა, გასულიყო მინდორში, დაეკრიფა ერთი ბღუჯა ( საკმაოდ დიდი ხელები აქვს) ყვავილი და მიეტანა დაკრძალვაზე საქართველოს სახელით…

0
385
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მაშინდელი უფროსის, თემურ ჯანაშიას გასამართლებას აპორტესტებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში  საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, სააკაშვილის და ჯანაშიას გასამართლება ვაცლავ ჰაველის, ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავებზე გვირგვინების მიტანის გამო ხდება. 
აქციის მონაწილეების შეფასებით, აღნიშნული სასამართლო პროცესი არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილის ჩამორეცხვას დიდი ხანი დასჭირდება. 
 
 ბრალდების მხარის განცხადებით,  საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.  ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდების დოკუმენტაცია შეისწავლეს და აღმოჩდა, რომ ტანსაცმლის გარდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საგამოძიებო უწყება სამგლოვიარო გვირგვინების, ელჩების მასპინძლობისა და საქველმოქმედო ხარჯებს ედავება.
 
სამგლოვიარო გვირგვინი, რომელზეც პრეზიდენტის ფონდიდან 2012 წელს 500 ევრო დაიხარჯა, პროკურატურამ ჩეხეთში ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე ჩასული პრეზიდენტის ვიზიტისას გაწეულ სხვა ხარჯებთან ერთად გაფლანგვად მიიჩნია.
გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს დიპლომატების მასპინძლობისთვის გაწეული ხარჯები, მათ შორის, გერმანიის, ბრაზილიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მესტიასა და ბათუმში მასპინძლობა.
დოკუმენტაციით, რომელსაც გრიფი საიდუმლო პროკურატურის მოთხოვნით მოეხსნა, ირკვევა, რომ 2012 წელს სომხეთის პირველი ლედის საჩუქრისთვის დახარჯული თანხაც არამიზნობრივადაა მიჩნეული.
 
საქმეში ფიგურირებს ყოფილი პირველი ლედის ხარჯებიც. სანდრა რულოვსს სხვადასხვა დროს საქველმოქმედო მიზნით ფონდიდან შეძენილი აქვს საბავშვო სათამაშოები, წიგნები და ბავშვების ჰიგიენის ნივთები.
 
პროკურატურის ინფორმაციით, სულ საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვაზე, თუმცა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009-2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული. მათ შორის, თანხა უცხოეთში ვიზიტებისას მიხეილ სააკაშვილის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა. ყველაზე გახმაურებული კი შვიდი პიჯაკის საქმე, ქაშმირის პალტოსა და ათამდე მაჯის საათის შეძენაა.
 
დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე სასამართლოში. პროკურატურა მოწმედ სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს წარმოადგენს. 
 
ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე სასამართლოში. პროკურატურა მოწმედ სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს წარმოადგენს. ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია.
 
“ბრალდების მხარე დაკითხავს თავის სიაში მითითებულ მოწმეს, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჯერ არცერთ მოწმეს არანაირი ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ან თეიმურაზ ჯანაშიას წინააღდეგ არ მიუცია, იმდენად რამდენადაც ფაქტები, რაზეც პროკურატურა ედავება ამ ორ ადამიანს, თავის არსით, სამართლებრივად აბსოლუტურად კანონიერი მოქმედებებია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
 
ბრალდების მხარის მოწმეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მასაჟისტ დოროტი შტეინს, იგივე დოქტორ დოტის დაკითხვას შეეხებოდა, არ ადასტურებს მთავარი პროკურატურა. 
 
“გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დოქტორ დოტი უნდა დაიკითხოს ხვალინდელ პროცესზე თუმცა დაცვის მხარე დაზუსტებულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობს. როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, აპირებენ ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკითხვას, ის დაადასტურებს იმას, რომ ამგვარი ხარჯები გაიცემოდა სრულიად კანონიერად “ – განაცხადა ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა.
 
გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.
 
თუ ამ სიტუაციაში ვინმეს საქმის ტრაგიკომიკურობის შეგრძნება ძალუძს, დავძენდით: რა საჭიროა ამდენწლიანი ძიება და წვალება?  დამნაშავეა, აბა რა?   თუ პრეზიდენტ კაცს ჯიბის ფული არ ჰქონდა, გასულიყო მინდორში, დაეკრიფა ერთი ბღუჯა ( საბედნიეროდ, საკმაოდ დიდი ხელები აქვს) ყვავილი და მიეტანა დაკრძალვაზე საქართველოს სახელით. რაც შეეხება ლედი სანდრას, რა დროს მისი სათამაშოებია, ახალგაზრდა კია, მაგრამ არ არის გამორიცხული, სულ მალე ბებია გახდეს. 
 
 

 

 
წინა სტატიადამნაშავეა აბა რა, თუ პრეზიდენტ კაცს ჯიბის ფული არ ჰქონდა, გასულიყო მინდორში, დაეკრიფა ერთი ბღუჯა მინ
შემდეგი სტატიაქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში ჩამობრძანდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური