მთავარისიახლეებიმსოფლიოპარიზის გარეუბანში სამხედროების ჯგუფს უცნობმა პირებმა ავტომობილი დააჯახეს

პარიზის გარეუბანში სამხედროების ჯგუფს უცნობმა პირებმა ავტომობილი დააჯახეს

Published on

პარიზის გარეუბანში, ლევალუა-პერეში სამხედროების ჯგუფზე ავტომობილის დაჯახების შედეგად ექვსი სამხედრო დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება. 
 
სამხედროების ჯგუფი, რომელსაც ავტომობილი დააჯახეს, მონაწილეობს  ოპერაცია Sentinelle-ში, რომლის დანიშნულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა საჯარო ადგილებში.
 
თავდამსხმელი ( თუ თავდამსხმელები) დაჯახების შემდეგ ამ ავტომობილითვე  მიიმალა ინციდენტის ადგილიდან. დაშავებულია 6 სამხედრო, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
ფრანგ სამართალდამცველებს აღნიშნული ინციდენტისთვის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ, თუმცა, როგორც პოლიციაში აღნიშნეს, საქმე ეხება „აპრიორი განზრახ ჩადენილ ქმედებას“. 
 
ამჟამად, პოლიცია ავტომობილის ძებნის ოპერაციას ატარებს. 
 

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...