მთავარისიახლეებისაზოგადოებაოლიგარქის ემისრები ზუგდიდის სოფლებში ხეებს ეღირებიან

ოლიგარქის ემისრები ზუგდიდის სოფლებში ხეებს ეღირებიან

Published on

ოლიგარქის დენდროლოგიური ვნებების არეალში რომ დიდი ხანია სამგრელოს ხეებიც   მოექცა,  ახალი არ არის.  
მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღი მისთვის ჩაიკეტა საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციის შიშით, ოლიგარქის ემისრები მოსახლეობას მიადგნენ.
,,ოდიში ნიუსი'' ადრეც იუწყებოდა, რომ ერთერთ სოფელში რამდენიმე თვის წინათ  ბიძინა ივანიშვილმა პატრონისაგან უბოდიშო უარი მიიღო მის მამაპაპეულ ეზოში მდგარი , ოთხასწლოვანი მუხის მიყიდვაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, იდეა ფიქსი კვლავ არ ასვენებს.
 
 სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს   დილიდან  ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა დაიარეს ზუგდიდის სოფლები – დიდინეძი, ორული, ახალაბასთუმანი და  შეათვალიერეს ხეები, რომელიც შეესაბამება ოლიგარქის კრიტერიუმებს (ჯიბეზე საუბარიც არ არის). მოარული ხმებით, თუ შეთანხმება მოხდა,   სამეგრელოს დატოვება  სულ მალე არაერთ ბერხეს მოუწევს. საუბარია ხეების გადასატანად  სპეციალური გზის გაყვანაზეც. 
 
ხეების პატრონებს შევახსენებთ, რომ კერძო მესაკუთრეს მისი ქონების გაყიდვას ვერ აუკრძალავ, მაგრამ ერთია იურიდიული უფლება და მეორე – მორალური კანონი, პასუხისმგებლობა წინაპრების  წინაშე და პასუხისმგებლობა მშობლიური კუთხის წინაშე, რომლის მშვენებასაც წარმოადგენს ეს ხეები და რომელსაც არ უნდა აკადრო, რომ   ვინმეს  არაჯანსაღი ვნებების სათარეშოდ აქციო. ეკოლოგიურ შედეგებზე აღარაფერს ვამბობთ, საკმარისია ულამაზესი გურია-აჭარის დამახინჯებული სანახები მოიხილოთ.  
 

 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...