მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვართის ბედს წმინდა სინოდი გადაწყვეტს- მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

კვართის ბედს წმინდა სინოდი გადაწყვეტს- მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა [Video]

Published on

ახლახანს დასრულდა მოლაპარაკება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტსა და წმინდა სინოდის წევრს შორის. ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე  გრიგოლის გნცხადებას, რომ სურვილი აქვს კვართი ხობში წააბრძანოს, მრევლის გაღიზიანება მოჰყვა.წმინდა სინოდის წევრსი, მეუფე ვახტანგის თქმით, მას არა აქვს ამ საკითხზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება. "მე მოვისმინე მეუფე გრიგოლის აზრი, მერე ჩამოვედი აქ, მეუფე გერასიმესთან, თუმცა დამხვდით თქვენ, მოვისმინე თქვენი პოზიციაც და ახლა ამ ყველაფერს გადავცემ სინოდს, მხოლოდ ისინი გადაწყვეტენ კვართის ადგილსამყოფელს"- განაცხადა მეუფე ვახტანგმა. ხოლო მანამდე, მეუფე გერასიმეს დაევალა წერილობითი განმარტება გააკეთოს სინოდთან, თუ რატომ ეწინააღმდეგება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია კვართის გადაბრძანებას.დღესვე გადაწყდა, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს  და შეაგროვებს ხელმოწერებს. რაც შეეხება მეუფე გერასიმეს, მან განაცხადა, რომ ადრე არ მოუწვევიათ სინოდის კრება, თუმცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ კვართი დარჩებოდა ზუგდიდში. შეგახსენებთ, რომ დღეს მრევლმა 4 საათიდან დაიწყო შეკრება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში.შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, ადგილი ქონდა მცირე ინციდენტსაც, რაც მალევე განიმუხტა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
 
 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...